суббота, 20 апреля 2013 г.

პროექტის სახელი: აფხაზეთო ჩემო
პროექტის მთავარი იდეა:   ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გამოიკვლევენ,რომ აფხაზეთი საართველოს ნაწილია. რა ხდება აფხაზეთში, რატომ და ვინ აქეზებს მათ უსამართლო, ძმათამკვლელი ომისაკენ, რატომ, ვინ და როგორ ეხმარება მათ ჩამოაშოროს საქართველოს თავისი ისტორიული კუთხე.
პროექტის აქტუალობა:  თემა აქტუალურია, რადგანეს ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
პროექტის მიზნები:სხვადასხვა წყაროების განხილვისა და
პრობლემის გამოყოფის, მათი გაანალიზების უნარის განვითარება;
მოსწავლეები თანამშრომლობისას სწავლობენ ცოდნის პრაქტიკაში
გამოენებასა და შეფასებას: პოზიტიურ ურთიერთდამოკიდებულებას.
                                                 პირად პასუხისმგებლობას ერთობლივად
                                                გაწეულ საქმეში.
                                                ჯგუფური მუშაობის ჩვევების განვითარებას.

მოსწავლეთა ასაკი:   მე-7,მე-8 და მე-9 კლასები;
ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:ესსეები, სლაიდ შოუ, სპექტაკლი, ვიდეო-ფილმი, ლექსი, წარმოდგენა, ნაწარმოები, კედლის გაზეთები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელოები, ინტერნეტი, პრესა, პლაკატები, ლოზუნგები, ვიდეო და ფოტო არქივი.
პროექტის მსვლელობა:პროექტის მონაწილეები ჩაატარებენ კვლევასდას და შეეცდებიან უპასუხონ კითხვებს:
. იყო თუ არა,,აფხაზთა სამეფო'' ქართული სახელმწიფო?
. როდის დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთის ტერიტორიეზე?
. რა იყო ამ კონფლიქტის მიზეზი?
. ვინ მონაწილეობდა ამ კონფიქტში?
. შეოძლებოდა თუ არა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება?
. რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან გამომდინარე?
გამოცხადდება ესეების კონკურსი, დახატავენ ნახატებს, დადგამენ სპექტაკლს, მოაწყობენ ფოტო გამოფენას, აიღებენ ინტერვიუს ომის მონაწილეებისგან, შეხვდებიან აფხაზეთიდან დევნილებს. გაეცნობიან ამ თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს,
საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა,ხელოვნება, მუსიკა.
მოსწავლე  შეძლებს იმსჯელოს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის შესახებ, რომელმაც უარყოფითიგავლენა მოახდინა ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე.
პროექტის ხელმძღვანელი:მარიკა ჩუთლაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:marikachutlashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:eqvtome.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий